ფიგურები


გონებით შექმნილ ფიგურებს,
შენისა ხელის სწორებით,
ხაზთა არ დაცვით,
თავის გადაქანებით,
არ მომწონებით,
შენში გულმოსვლით.

ბევრჯერ დაშლით,
თანა-აწყობით,
მერე დიდი მოთმინებით,
შექმნილ ახალ სიცოცხლით,

ღიმილის მოგვრით,
გულში სხივ-გაჩენით,
გამონათებით, შენში შემოსულს,
შექმნილ გულ-გახარებით.

ხელის შევლებით,
შენში ხორბლის მარცვალით,
აღმოცენებულს,
თითქოსდა ერთად დაწყებით,
სულის შთაბერვით,
შენში დამალვით,
ჩუმი სიმღერით.

ჰაერის წყალობით, 
უფლის მინდობით,
გაცოცხლებული ჩანაფიქრები,
მათი შეხედვით, გახარებული 
და კიდევ, ბევრის შექმნის,
იმედის ნაპერწკალის,
დიდი აღმოცენებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი