ღამე
ღრუბელთა ცვენა, ღამის წყვდიადში, ქარავანივით მწკრივად მდინარი, მთვარის შუქზე გამომდინარი, მთვარე,ღრუბლებთან შეუღლებული, იდუმალებით ჩუმი ბაასი... მიძინებულთა ქალაქში. საღაც დარაბებს მიღმა, მქრქალი სინათლის შუქზე, მხტომი,მღიმარი, პატარა გოგო. სადღაც დარაბებს მიღმა, მოფუსფუსე ქალბატონთა ფრთხილი,ფრიალი, ხანაც სევდით,ხანაც ხმიანი. სადღაც დარაბებს მიღმა, ჩახუტებულთა ქალ-ვაჟის ხილვით, გულთა ფრიალი, თვალ-მიმდინარი... რაოდენ თბილი სანახავია, ქალაქის ღამის ჩირაღდანები, რაოდენ შემკულ-შეკაზმულ რაშთან ფაფართა რხევა. მოზღვავებული ფიქრთა გორა, რაოდენ მღიმარ, რაოდენ სევდის, მზიდავ ღრუბელთან, მთვარის შუქზე გამომდინარი, სიმდიდრით ქსოვა, ამ ხიბლით ღრმად, შევსილ კმაყოფილნარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი