ზვავი ნაზღვაური


თვეებს გადაყვა ზღვაური შური
და შროშანივით აყვავდა მიწა,
შორს,შარად მალვით,ზვირთი ტვირთებისა
არ აყვავდება საგრძნობლად მისდა.

ზღვაური ზვავი ზამთრობით იცის,
და მაინც ჩუმად მივილტვი მისკენ.
შორს,შარად,მალვით ზუზუნებს ქარი,
ხმაურობს,მჩქმალავს მიმავალს ზღვისკენ.

მზარავს ნაზღვაური ტალღა მოელვარი,
ზეცაც უტეხია თითქო ზვირთაცემას,
ზარი ჩამოჰკარით,ზღვისკენ მივლაზლაზნებ,
მისგან ზამთრობისას  ვიღებ ზიარებას.

შორს,შურით,შიშით ზუზუნებს ქარი,
მისგან მეფეთება ცოდვა ზომიერი,
გზაზე ეფინება ზვავი ცოდვებისა,
ზვავი სიყვარულის,მუქის გრძნობიერი.

მაინც მივილტვი,მაინც ზამთარია,
მზარავს მოელვარე ზვირთი ნაზღვაური,
ჩემთვის უკმარია სული ბედნიერი,
გრძნობა მაიმედებს,გრძნობა დაღალული.

თვეებს გადაყვა ზღვაური შური,
და შროშანივით ყვავდება მიწა.
გზის მავალი ვარ,ზღვისკენ სულიერი,
ვინაც კი გახდა ეს ტვირთი ზიდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი