არ დაუკრათ!


არ დაუკრათ,სირცხვილია,არ დაუკრათ!
სამაგისო დღე ჯერ ჩვენ არ დაგვდგომია,
გაიხედეთ,მტერი როგორ აშლილა და
მოსასპობად თავზე როგორ დაგვდგომია.
არ დაუკრათ,აბა, ტაში ვის რას არგებს?
რა დროს ლხინი,მოლხენა და ხალისია?
თქვენ არ იცით,თუ რა მოაქვს მოკლე აზრებს,
ბრძნული აზრი რა ღირს,რისი მაქნისია!
რად ამღერებ უმუშევარს,უხელფასოს,
შიმშილითა სული გძვრება,დადუნდები,
სამათხოვროდ მიაკითხავ სინიორებს,
ცარიელი იდეებით დაბრუნდები.
დაუკარით,მხოლოდ მაშინ დაუკარით,
მაღლა ცაში ფრთებს რომ შლიან არწივები,
როცა ფესვებს არ მოაგლეჯ დედაენას
და სატანას სამუდამოდ გასცილდები.


2018 წელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი