დ-ს


ვერ ავიცილეთ განშორება, ბედი მსახვრალი,
ჟამთა ტრიალმა, სიყვარული ჩვენი გაჭორა.
ბოლოს კი უღვთოდ გულში ჩაგვცა ბასრი მახვილი
და ერთმანეთსაც სამუდამოდ ჩამოგვაშორა.

მან მოახერხა, გამომტაცა შენი არსება,
მაგრამ ჩემში ხარ, უკვდავია მაინც მშვენება.
და სანამ გული იფეთქებს და არ დანაცრდება,
მე მის სიღრმეში შენი სახე მომეჩვენება.

როდესაც მკვდრები აღსდგებიან, მეც გაგიხსენებ
მტვერსაც ექნება იდუმალი სულის ნათება.
შენს ძვირფას მკერდზე თავსაც ჩუმად ჩამოვასვენებ,
მე შენს გარეშე, თვით სამოთხეც არ მენატრება.

(ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი