მთელი წარსული...
ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ მთელი წარსული მაშინ შეჯერდა, ამ გარდასულის განცდა- ვედრებით. კარიბჭის იქით თურმე შეჩერდა, როცა დატოვა კაცმა ედემი. ტყუილად იგზნო, ამაოდ დაშვრა, არარად ერგო ბედის განდობა. ედემში ყოფნა წუხილად დარჩა, ბედი რთულია გამოსაცნობლად. უტკბესო ჩემო, მეც ამას ველი. იგივ ცდუნება მოდის თავისით. და უძველესი წარსულის გვერდით, ტკივილსაც მოაქვს რაღაც ხალისი. ჩუმად გშორდები, სულიც ამომხდეს არას ვინაღვლი, არ მედარდება. მე ვერ მოვითმენ ვჭვრეტდე სამოთხეს, და არ შემეძლოს შიგ ნეტარება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი