ის მოდის სათნო...
ის მოდის სათნო და მშვენიერი, ვით ნათელ ქვეყნის ღამე ვარსკვლავა, და მის თვალებში, და მის იერში, ბნელსა და ნათელს არა აქვთ დავა, ჩრდილით რბილდება შუქი ციერი, აღტაცებისთვის გული მზადაა. მოაკლდეს სხივი ან მცირე ჩრდილიც, — დაზიანდება მისი მშვენება, მშვენებად ღელავს კულული ხშირი და ჩვილი შუქი სახეს ევლება, შუბლზე ეხატვის ფიქრები ტკბილი, უცოდველობა, ბედნიერება. ლაჟვარდეული მიმოქრის შვება, ნაზი და თბილი ღიმილი მისი სიკეთედ განვლილ დღეებზე ჰყვება; ვინ, ვინ გახდება ედემის ღირსი! მის სულში სუფევს თვინიერება, გულმა უმანკო ტრფიალი იცის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი