მე და შენ ...
მე და შენ დავშორდით მწუხარედ, დიდი ხნით; ცრემლებს ძლივს ვახშობდით ნახევრად მშვიდი ხმით, ვიგრძენი — გაცივდა ეგ ლოყა, ეგ კოცნა, მე სევდა მაცრიდა იმ დღიდან საოცრად. ცისკარი ცვრიანი, მსუსხავი ქარები, ყოფილა ნიშანი დღეის მწუხარების. გატეხე შენ ყველა აღთქმა და ფიცილი, შენ გქვია შერცხვენა, მე მქვია — სირცხვილი; თუ სადმე გახსენეს, ვძრწივარ ხსენებაზე, თავზარით ვიხსენებ — როგორ მეძვირფასე? იმათში ვინ არის, გცნობდეს ჩემზე მწარედ! მე დიდხანს გინანებ, გინანებ მხურვალედ... ვხვდებოდით იდუმალ, ახლა კი მარტო ვარ, და ვწუხვარ კვლავ ჩუმად შენსას გულმჩატობას. გავლენ გრძელი წლები, თუ შეგხვდი ურვილი, გაგეცნაურები ცრემლით და დუმილით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი