ჩვენ აღარ წავალთ...
ჩვენ აღარ წავალთ სახეტიალოდ, ასე გვიანი ღამით, თუმცა სავსეა გული ტრფიალით, მთვარეც იღვრება ლამის. რადგანაც ხმალი მალე ცვეთს ქარქაშს, გრძნობა მკერდს ადნობს კრული, გული ცოტა ხნით საგულეს ჩადგეს, ტრფობამ მოითქვას სული. შეყვარებულთა გამო ციალი ღამემ წარსტაცა აისს, ვარსკვლავთა შუქზე სახეტიალოდ ჩვენ აღარ წავალთ მაინც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი