მაშ შენ იტირებ...
მაშ, შენ იტირებ ჩემს გაწვალებას? ძვირფასო, ისევ ველი მაგ სიტყვებს, ოღონდაც თქმა თუ გევალალება, ნუღარას მეტყვი და გულს ნუ იტკენ. მე ჩემს იმედებს ვწუხვარ დაშრეტილს, სისხლი დამიდის ძარღვში კაეშნად, როცა მოვკვდები, შენ ერთადერთი ამოიოხრებ ჩემს სამარესთან. ჯერ კი სიმშვიდის ნაზი ნათელი ამ ტანჯვის ღრუბელს შენგნით ეხვევა, წუთით ვყუჩდები მე განათელი, რომ ვიგრძნო შენი გულის შეხება. ო, დაილოცოს, სულო, ეგ ცრემლი, ჩემს მაგივრადაც დაღვრილი შენგან, ცვარ -მარგალიტი მისთვის ნამცვრევი, ვის თვალებს ცრემლი ასველებს ვეღარ. ერთდროს მეც მქონდა გული გამთბარი და სიყვარულით სავსე, შენსავით, დღეს იმ შვენების დამრჩა საფლავი და მხოლოდ გული მასზე მკვნესავი. და შენ იტირებ ჩემს გაწვალებას? ქალო, მე ისევ ველი მაგ სიტყვებს, ოღონდაც თქმა თუ გევალალება, ნუღარას მეტყვი და გულს ნუ იტკენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი