ძილგამკრთალი მზე
მზეო ძილგამკრთალთა, კაეშნის ვარსკვლავო! შორითო ციაგო, მთრთოლო, გულსაკლავო, შენ ცხადქმნი სიბნელეს და ვერ კი აქარვებ, ოჰ, შვებას გარდასულს ასე რად მაგონებ... შენსავით დღეები წარსულად ქცეული ელავს და ვერ ათბობს შუქგადალეული; ეგ სხივი მაძრწუნებს მე, ღამეგანათევს, როგორი შორია, რა ცივად ანათებს!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი