ფრაგმენტი
მოკლედ დაწერილი მის ჩევორთის ქორწინების შემდეგ ანსლეის მწირო, ქუშო სერებო, თქვენს შორის დარჩა ჩემი ბავშვობა, მძაფრი ქარები არ გასვენებენ ფიქრით დაღლილებს, დარდით ნაშფოთარს. არ დაბრუნდება დრო უზრუნველი, ჩემს სიყმაწვილეს რომ ამშვენებდა, აღარ მიღიმის მე ჩემი მერი, თქვენს თავს სამოთხედ რომ მაჩვენებდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი