ნავს დავტოვებ... ტომას მურს
ნავს დავტოვებ მე ნაპირის მშრალზე, მზე დამხედავს უკვე ზღვაში მცურს, მაგრამ სანამ წავიდოდე გზაზე, გადღეგრძელებ, ჩემო ტომას მურ! ვინაც მეტრფის, მისთვის ვტოვებ ოხვრას, ვისაც ვძულვარ, მისთვის ვტოვებ ღიმს, მხოლოდ გულს კი თან წავიტან ოხრად, ვერაფერი ქვეყნად რომ ვერ ღლის. მოუხდება ჩემი ზიდვა მაინც, ოკეანეს, დიდხანს ღმუის თუმც; და უდაბნოც გაიმეტებს რამეს, მერე რა, რომ საჩუქრებზე დუმს. წყარო დაშრეს, წვეთი დარჩეს წამლად, ვიხრჩობოდე მწყურვალების წვით, მაინც სანამ შევღონდები, სანამ, გადღეგრძელებ, მეგობარო, მით. როგორც ღვინით, ახლა ამ ზღვის წყალით მე ქეიფის წამოწყება მსურს, გაგვიმარჯოს, გაგვიმარჯოს მარად, გადღეგრძელებ, ჩემო ტომი მურ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი