ქალო ათენელო...
Ζωή μου, σας αγαπώ ქალო ათენელო, სანამ დავშორდებით, გული დამიბრუნე მაგ ნაზი ბლონდებით! ნუ იტყვი, რომ იგი წაიღე მარადის, რომ შენთან დარჩება სამარის კარამდის... და რაკი ასეა, ჩემო ზღვის სადაფო, ჰა, აღთქმაც სატრფოსი, Ζωή μου, σας αγαπώ მანდ დარჩეს, სადაც შენს ჩამოშლილ დალალებს სიო ეფერება, შლის და ავალალებს, სადაც კულულები თვით ღაწვებს კოცნიან, რომ აღმიტაცებდა სულიან, ხორციან... სადაც მაგ შვლის თვალებს ბავშვურად განაპობს დილა გაუცინებს, — Ζωή μου, σας αγαπώ დარჩეს მაგ ბაგესთან, რომელიც მწყუროდა, მაგ ტანთან, დობილთან ალვათა, სუროთა, ნაზ თაიგულებთან, რომლებიც გეტყოდნენ რაც სიტყვით ვერ გითხარ, ძვირფასო, მარტოდენ, ტრფიალის წამებო, სუნთქვაგასანაბო, მადარდეთ მარადის, Ζωή μου, σας αγαπώ ქალო ათენელო, მივდივარ... მშვიდობით. შენ ჩემზე იფიქრებ ნაზად, გულმინდობით, მე მელის სტამბული, თვალს ცრემლებს ადენ შენ, ვაი, გული მრჩება ათენში, ათენში... სხვა შენდარი სადღა ვპოვო? Ζωή μου, σας αγαπώ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი