გნახე, ტიროდი...
გნახე, ტიროდი — ლურჯი თვალიდან გდიოდა ფართო ცრემლი ნათელი, ტიროდი... ნელა დაბლა ჩავიდა ნამი იიდან ჩამონადენი. შენ გაიღიმე — და საფირონმა უკან წაიღო ციმციმი ყველა, ვერ შეძლო ცოცხალ სხივთან ცილობა, შენ რომ აფენდი გულების მწველად. რბილი და თბილი ფერებით ღრუბლებს როგორც დაფერავს ჩამავალი მზე, და მაშინ ზეცა ნათელს აუფლებს მოახლოებულ დაისის ჩრდილზე, ისე ღიმილი შვებას ჰფენს შენი თვით უპირქუშეს, ვნებულ გონებას, მისგან გზა რჩება შუქით ფენილი, გულსაც სინათლე ჩაეკონება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი