აღმაფრენა გამქრალია, შვენებანი...


აღმაფრენა გამქრალია, შვენებანი მოთავდნენ
და სიცოცხლე ვნებიანი სადღაც მიეშურება,
ჩვენ გიჟურად ვიღიმებით, როცა უნდა ვგოდებდეთ,
თავს ვიტყუებთ ამაოთი, ასეთია ხურვება.

რაღაც წამი გაგვინათებს გონს ბოდვებით შეფერილს,
ყველა ნიჭი დაკარგული თითქოს დაგვნანებოდეს,
და რომელიც ისე ცხოვრობს, როგორც ბრძენკაცს შეჰფერის,
ცხოვრობს იმავ მარტვილობით, წმინდანნი რომ კვდებოდნენ.


დაიწერა ათენში 1810 წლის 16 იანვარს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი