ეპიგრამები
ჰოი, კასტელრი! პატრიოტი ხან შენ ნამდვილი, — სამშობლოსათვის მოკვდა კატონ, ასევე შენაც; ის — რათა რომი არ ეხილა მონად დახრილი, შენ — ბრიტანეთის არ გენახა რომ გადარჩენა! . . ასე, კასტელრიმ გადაიჭრა ვაგლახად ყელი, და საკუთარი მისთვის იყო უკანასკნელი. . . მან გადაიჭრა სამართებლით ყელი, თუმცაღა, დიდი ხნით ადრე თვით ბრიტანეთს გამოუღადრა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი