სონეტი ჯენევრასადმი
(თარგმანი ეძღვნება დედას — ტატო ნინუა) ფერი მიგხადა რაღაც ფიქრმა, ხარ ისე სათნო, მგონია, სევდამ სახე ვარდის ფურცლად გიქცია, შენ სიხარულით აფაკლებამ თუ მოგიწია, გული ინატრებს კვლავ გიხილო, რარიგად დარდობ. ლურჯი თვალები ეშხით არ წვავს, მაღონებს მარტო, და თვით მხეცებმაც დამშვიდება მისით იციან, მე დედაჩემის აჩვილებამ ახლა მიწია და იმ წვეთებმა, სასუფეველს რომელიც ალტობს, რადგან უმანკო და სევდიან სულად შობილი როდესაც დახრი მაგ წამწამებს სხივოსან დასად, მგონია, სული ანგელოზთან გაქვს განდობილი; შენ ყველა ტანჯულს ეფერები ციურთა მსგავსად, ეგ სილამაზე სათნოების არის დობილი, გეთაყვანები მოწიწებით, მიყვარხარ ნაზად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი