შენი დღეები, აჰა დასრულდა
შენი დღეები, აჰა, დასრულდა, უკვე დიდება იწყება შენი, ძლევებზე, შენი ხმლით რომ გასრულდა, მღერიან ქვეყნის ამაყი ძენი, შენ აღუდგინე მამულს წარსული, თავისუფლება მოჰბერე ძველი! ჩვენს გულს სიცოცხლე ვიდრე ახარებს, დავიწყებისთვის შენ ვერ გაგწირავს, იმ წმინდა სისხლმა, რაც შენ დაღვარე, ფუჭად მიწაში ჩასვლას დასცინა, ის ჩვენ ძარღვებში იჩქეფს მღელვარედ და შენი სული იფრენს არწივად! ბრძოლებში ჩვენთვის გულისმომცემი კვლავ დაიქუხებს შენი სახელი, ველზე გმირული შენი დაცემა იქნება ქალწულ ხმებით ნამღერი, არ გიტირებენ შენ მამაცები, შენთან გოდებას არა აქვს ხელი!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი