Weltschmerz


საათის თერთმეტი, ძილის დროა
ვთვლემ, მაგრამ რა დამაძინებს?!
ისევ ის ამოუხსნელი როა
გარეთ სულს ახშობს, მე კი მამძიმებს

ყველა ვთანხმდებით, ფერისცვალება
ასე ახლოა და საოცნებო
ძმობის, ერთობის კვლავდაბადება
აქ და ახლაა სამლოცველო

პოეტს უთქვამს: დროშები ჩქარა!
ქმედებას ითხოვს სულის ზამბარა
მაგრამ ყოველი ქმედების დარად
აზრისკენ იწევს გულის ქანქარა

აზრი თან ახლდეს ყოველ ქმედებას
ყოველ ქმედებას სჭირდება ჭმუნვა
ფიქრს დაბადება ტკივილიანი
შემდეგ აღზრდა და სათუთ ზრუნვა

საათის თორმეტი, ღვიძილის დროა
ფხიზლად ვარ, რა დამაძინებს?!
თუმც კი ის, უხსენებელი როა
შიგნით რულსა მგვრის და მამძიმებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
დავით ანასტასიადისანასთეიშენ2 დღის წინ

მააგრიააა

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი