ცარიელ ტილოს
ცარიელ ტილოს, უმეტყველოს, შეახე ფუნჯი, და ყველა ნაკვთი გადახატე ჩემი სახიდან, კაბა ჩამაცვი მოცისფერო, ან უფრო ლურჯი, გამიცხოველე ყველა წამი შენი ნახვიდან. ტუჩებთან ოდნავ გაბუტული ფერი დაადე, თვალებში ცრემლი დამიხატე, ყელზე კოლიე, თუ გსურს ის სახე გადახატე, გახსოვს მანამდე? როცა გიყვარდი, გრძნობებში რომ ამიყოლიე. შენ რომ მოგწონდა, გამიშალე თმები სველი და, ძველი ვნებები შეუზავე ფერებს ალისა, სუფთა ტილოზე დამასვენე შენი ხელიდან, თან სულ მცირედი სილამაზე მომეც ქალისა. როცა ყველაფერს დაასრულებ, უცქირე სურათს, მინდა სიმართლეს ერთხელ მაინც დაუდგე თვალწინ, მერე დახიე ეს ნახატი, გაყიდე სულაც, ან ჩემს ცრემლებში რომ არ გიცნონ კოცონზე დაწვი.....!!! #Mimino
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი