ქალო


ქალო, ეგ შენი თვალები 
მაისის წვიმის ფერია, 
ლექსად დამადე ვალები 
რაც დღემდე დამიწერია. 
ქალო, ეგ შენი ტუჩები
ვიცი რომ მახეს დამიგებს,
და წამწამები ურჩები 
ღრუბლების იქით წამიღებს. 
ქალო, მაგ შენი ღიმილით 
ძილი რომ დამაკარგვინე, 
გულ რომ მამიკალ ტკივილით 
და მერე ჩუმად დამცინე. 
ქალო, მაგ შენი ურჩობით 
სადამდეს უნდა მაწვალო, 
ვერსად ვერ დამემალები 
მთებიც რომ გადმომატარო. 
ქალო, მაგ შენი სურნელით 
მოდი, გამითბე გულია, 
რასაცა გასცემ ჩვენია 
დამალავ, დაკარგულია. 
ქალო, ავშალოთ ღრუბლები 
წვიმით ვიბანოთ პირია,
თუკი არ გამებუტები 
არც დამიფრთხება ძილია. 
ქალო, მოდი რომ გასწავლო 
ცხოვრების ავან-ჩავანი, 
ვნებისგან დაცლილს, მძინარეს 
რომ დაგახურო საბანი. 
ქალო, ნუ ჩამომიბნელებ 
მთებს დაცურებულ ღრუბლებად, 
ერთად შევხვდებით სიბერეს
ჭაღარას მოსულს ფიფქებად. 
ქალო, მოდი და ამავსე 
მაგ შენი გრძნობის ზვირთებით, 
მაისის წვიმის საყარზე 
ორივე ერთად ვიქნებით.
#Mimino

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი