კარებზე ორჯერ დარეკეს ზარი
კარებზე ორჯერ დარეკეს ზარი, ანგრევდა კედლებს ქალის ზმანება. საამო იყო და საოცარი მოულოდნელი გამოცხადება. მაგრამ გავხედე უეცრად ქარი, დაგლეჯილ ფოთლებს როგორ ჰფანტავდა და შემეშინდა რომ ეს გრიგალი ჩემს მყუდროებას გადაფარავდა. ოი წამებულო ბედის ბორბალო ვერ გიგებ დღემდე, არ მესმის შენი, არც დაკარგულო, არც მომავალო, დროებავ ფუჭო დამთქმელო ბედის. ვთქვი ულმობელო მე მწარე ვნებით თვალცრემლიანი გიცქერდი როგორ, რომ დამტანჯველი წყეული სევდით, უბედურებას მიღვივებ მხოლოდ. და უცებ ქარში გაშეშდა თმები და გავიფიქრე რაც უნდა მეთქვა: „თქვენ ანგელოზის გეფინათ ფრთები, მე დაფნის მჩატე გვირგვინი მედგა“. ეს მოხდა წამის ნამსხვრევში ალბათ და მერე ქარში აღვმართე ხელი, ვიღაც მახინჯი ურცხვად და ხარბად ცივი სიზმრების მქადაგებელი, ვიღაც მახინჯი, როგორც მტარვალი, ცეცხლში ნალესი ველური რქებით, დამქცევი ბედის, დემონურ ქცევით, ვწყევლი და ვწყევლი, ვწყევლი და ვწყველი. ოი ღმერთო ჩემო, ასე რად მტანჯავ? წაიღე შენი უმანკო სული! მე გეფიცები, რომ აღარ დამრჩა სხეული, აზრი, თვალი თუ გული. ვიდექი ქარში მწარე დარდებით და ფიქრი მივეც თვალებს უდროოდ, ვა იმ თვალებით, ველურ თვალებით, ჩემში სიბრალულს იწვევდა მხოლოდ. სინანულს გულში გამოცრილს როგორც, თვალებზე ცრემლთა შემხამებელი და იმ მესამემ უწყინარ გოგოს, ვით მეძავს ისე გამოსდო ხელი. გაფრინდა ტანჯვით აღსავსე სული, ადამიანის შემრჩა იერი, და მოგონებაც არ მქონდა ერთი ღიმილნარევი ან ბედნიერი. ჰოი დამქცევო! ყოვლის მშთანთქავო! რად გამომგლიჯე ხელიდან ხელი? სად წაიყვანე? ან ვის მიჰგვარე? ჩემივ ფიქრების გამფიქრებელი. მორჩა მდუმარე სხეულს მივბარდი, როგორც ალესილ ვარდებს სჩვევიათ და სიმარტოვის ამგვარ ტირაჟში მწარე დარდები შემომეხვია. და გავცქეროდი ობოლ ბავშვივით ქარში ფანტელებს ბნელი თოვლისა, წყალწაღებული ნეკერჩხალივით მიჰქონდა ფრთები ანგელოზისა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი