დეკამერონი


დაქცეულ დეკამერონს
სტანჯავს ცეცხლთა ენები,
როგორც ტბაზე გედები
თრთვიან იყინებიან,
გარდასული ვარდების
ვაზნიანი ზვარები,
ზვავში ნამღერალები
და შავნელამბულები.
ოჰო ისევ დაზამრთდა,
მოჩანს ქართა ბზარებში
ელვა ვით შეზანზარდა
ცოდვის ოკეანეში.
ოი სამწყოს თარეშო,
კლდენაპრალთა ნალესი
სულში როცა მღადრავდა,
დემონური ალერსი,
ვაზნებს მკერდში ვმალავდი
საღამოს რომ მელექსა,
ცოდვით ნამტირალევი
ლოცვა ამომეკვნესა.
ჰოი ქალთა ნამღერებს
დუელში რომ მესმოდა
მოყვასის სიყვარული
როგორ აღმომხდებოდა.
საზვარეში ზვარაკთა
სისხლისფერი ტბორები
ჰფარავდა დეკამერონს
ღმერთი უღმერთოების,
საძმოს როგორ მაგინებ?
რჯული მიცავს მსტოვარო!
სული თუ გაქ გაფიცებ
ვერცხლის შემმათხოვარო.
გული თუ გაქ აღგიგებ
ტაძრებს ღვთიურ ჰიმნებით,
ფიქრი თუ გაქ გაგივსებ
საწყობს ძველი წიგნებით.
მიგელ გველის პერანგი
მოქარგული მძივები,
მშვიდი ისმაილები,
ხორცისფერი ტყვიები.
მიგელ მიმღერ რამეს კი?
ლაშარელა ძნელია,
როკი კაცის ძვალივით
ყელში გამჩხირებია.
სამარხების ნაპირზე
მიმოქცევა ველური,
დამარცხების ადგილზე
გამარჯვება მეფური.
და საძვალავს გაჰკივის
კვნესა თავის ქალისა
აქეთ გვესმის სასმისით
ბრდღვინვა გადამთვრალისა,
ვალგასული მორგულის
ორგულის თუ ფანდია,
ანაკონდას რკალია
მწარე ცეცხლთა ენები,
ეჰეი წამის ნამსხვრევო!
ეჰეი ბედის მმართველო!
დამმარხველო დამთქმელო
“ცოდვით შენაჩვენები.”
ქარში ეგ ფანტელები
არ გიშველის ლილიან...
ივლიან და ივლიან
“შეშლილი სახეები.”
ახლა კიდევ ვიწამო?
ხელის გულში სისხლია,
შენ თუ მოყვას მომიკლავ
ვერ დაგიცავს ბიბლია.
როგორც ველთა შრიალში
კრთება ლანდი ქალისა,
კარვის კალთებს აგიკრავს
ვნება სათვალავისა,
ნავსისა თუ ფარსისა,
ცისკრის მოცინარისა,
მკრთალი ლანდი ქალისა
ველზე ნაჩრდილარისა.
ბაგეს ტანჯვა გააპობს,
ცხელი ცეცხლის ენებით
ვგრძნობ თუ როგორ მელიან
მგზნებარე დემონები,
ჩაგლეჯილი ფერდებით,
დასერილი ხელებით,
ხელში ვერცხლის წნელებით,
ჯოჯოჯეთის მონები.
როცა ნისლი დაფარავს
ფიქრებს ცისფერ თვალებში
და ქალწულნი გამხვევენ
ვნების კორიანტელში,
სიზმრებს ვინღა მოისმენს,
მითებს ან იმ ლეგენდებს
დაქცეულ დეკამერონს
მაშინ ვინ გაიხსენებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი