როგორ აგვერია
როგორ აგვერია ზეცა, როცა აგვერია ღმერთი, ადრე რაც არ უნდა გვეთქვა, აჩნდა სიკეკლუცის წვეთი. როგორ მოვიძულეთ ფიქრი, ახლა სიზმრებს უნდა დევნა. მახსოვს დადებული ფიცი მერე უნებლიე წყენა. ახლა ქარებია ცივი, დაჰქრის უმოწყალოდ სევდა, ტალღებს ათამაშებს ტივი ერთ დროს ბნელ ცეცხლში რომ გვხვევდა. ახლა მოგონებს ჰფანტავს, მტვერში არეული დარდი, მე კი აღარ ვიცი რა ვქნა, როცა ასე შემიყვარდი. ჩვენი ემოციის ფერი ასდის ჩემს საყელოს ხვევნას, მიჰქრის წვეულების წლები მაინც ვერ მავიწყებს შენს თავს... ალბათ აგვერია კარგო, დავრჩით დიდებივით განზე, როცა დარდი გვქონდა მახსოვს, როგორ გვემჩნეოდა ხმაზე. ასე რომ ვიყოფდით გრძნობებს ახლა ის წადილი გაქრა, მიდის სიყმაწვილის წლები და ნავს მიაქროლებს აფრა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი