როგორ ვერ მცნობენ
გულს როგორ მტკენენ, როცა ვერ მცნობენ, რომ ვერ გაიგეს ჩემი სახელი... ახლობლებს ვჩივი თორემ რა იცის უცხომ რა არის ჩემი ნაღველი. ან რა დარდი მაქვს? გული რას უძლებს? ფიქრი რად მწვავს და იმედებს მიქრობს. ზოგი მაქებს და ზოგი მამცირებს, ზოგიც ხანდახან საშველად მიხმობს. დღეები მიდის და თან ვილევი, რომ გულწრფელობის არ ვიცით რიდი. ბავშვთან ბავშვურად ავქვითინდები, მაგრამ დიდებთან ვერ ვხდები დიდი. რა ვუყო ცრემლებს? სად ვპოვო შვება? ვფიქრობ და ვფიქრობ... ოო ჩემო თავო ხან მებრალები, ხან კი მბეზრდება, შენთვის ამდენი ცრემლი რომ ვღვარო. როგორ ვერ მცნობენ, რად არ იციან? ჩემი სახელი ხომ დააქვს მრავალს... მეც მათნაირად რატომ არ მთვლიან? ამაზე ფიქრი მამწარებს, მზარავს. გავბედე ასე უგვანოდ მეთქვა, ღმერთო რით გაძელ ამდენხანს მარტო? ეჭვებთან, სისხლთან, ღალატთან ერთად სხვა სისაძაგლე რომ აღარ ვთვალო. ან კი რას გრძნობდი, პურს რომ იყოფდი, ვახშმად რომ იჯექ იქ იუდასთან? და მომერიდა, როცა ერთი დღეც ვერ გამიძლია ადამიანთან...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი