იასამანებს
როდის დაატკბობს ზეცას ატმები? როდის მოიფენს დილა მაისებს? და პოეზიის ლურჯი გამები ალბათ მაშინაც გამახალისებს, როცა დამათოვს თეთრი ფიფქები თითქოს რა გზაა, მე მაინც ვღელავ, განა იმაზე რომ შევიცვლები? არა, იმაზე რას შევცვლი ნეტავ. და როცა ფიქრი დაუშვებს ფარდებს ავღელდები და ავქვითინდები... როგორ ვუმღერებ იასამანებს როცა ამ ქვეყნად აღარ ვიქნები?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი