დღეს მე სიკვდილთან ახლოს ვიყავი
დღეს მე სიკვდილთან ახლოს ვიყავი, როგორ მინდოდა რომ რძისფერ ნისლში ანგელოზივით შევსულიყავი, მაგრამ არ ჩანდა კაცთ სიახლოვეს, ჩემი მდუმარე სამყოფ-საფლავი, რომ განექარვა სევდა-ნაღველი, ვით ლოდი ზღვაში შეურიყავი, და მე ვისურვე ამგვარ სიცოცხლეს სჯობს გრიგალივით გავმქრალიყავი, რომ მომავალი საუკუნის წინ, ცეცხლის გვირგვინით აღვმდგარიყავი, რომ ცეცხლისავე მანტიის ლანდში დიდებისათვის დავმწვარიყავი, რომ პოეზიის ლურჯ ნაპირებთან, პოეტთა ცქერით დავმთრალიყავი. დღეს მე სიკვდილთან ახლოს ვიყავი, სულაც არ იყო ის დამკარგავი, მიუკარელი ან შემზარავი, რაც წლები გადის დღითიდღე უფრო მებრალებაო ყველა მოკვდავი, და მას საშინლად სძულდა პატარა, ბავშვებისათვის შექმნილი ნავი. როგორ მინდოდა ასეთ სიკვდილთან მდუმარემაში დავმტკბარიყავი, როგორ მომწონდა რომ სიკვდილივით მეც უჩინარი გავმხდარიყავი, როგორ მეწადა რომ მასთან ერთად უკანასკნელად მოვმკდარიყავი, დღეს მე სიკვდილთან ვით მეგობარი, ან ახლობელი ისე ვიყავი, არავის სურდა რომ კვლავ კაცივით უმისამართოდ შევმცდარიყავი, ან გარიყული, მოძულებული, თუ დაჩაგრული ვყოფილიყავი, როგორ მინდოდა დარჩენა მასთან, ვიძახდი რაც გსურს იგი მიყავი, მე ჯერ არ მახსოვს რომ ასე მშვიდად, ამ ქვეყნად სადმე ვყოფილიყავი, ალბათ ამიტომ მიხმობს სიკვდილი, ვით ახლობელი გაურიყავი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი