როცა მოვკვდები


როცა მოვკვდები, მერე ამ სხეულს
რა გააცივებს იმაზე ვღელავ,
ვინ მორთავს ჩემთვის ცისფერ თაიგულს,
ვინ მოიგონებს ჩემს სახელს ნეტავ?
მე რომ მოვკვდები, დრო რომ წამიღებს
და სინანულის მომხვდება ტალღა,
ამ ჩაგრულ სახელს ვინ გაიხსენებს?
ვინ დათვლის შუბლზე რამდენი დამღა
დამასვეს როცა თებერვლის თვეში,
ზამთრის სისუსხემ მომხვია ფარდა
როცა მოვკვდები ნეტავ ფიქრებში
თუ გავუელვებ მას ვინც მიყვარდა...
ახლა ფანჯრების მიღმა რა ხდება?
მაწვიმს სიშორე და ღამ-ღამობით
დაგეძებ ყველგან, ყველა კუთხეში
და მიმძიმს ძლიერ, ოხ როგორ მიმძიმს.
ასეთი არის ცხოვრება ჩემი
მე იგი მშვიდი არასდროს მსურდა,
და პოეზიის მძიმე წუთებმა
გრძნობით აღვსილი ბევრჯერ გამქურდა.
ახლა არ ვდარდობ და მიტოვებულს
მომავალ ბედზე ფიქრსაც ვერ ვბედავ,
როცა მოვკვდები მერე ამ სხეულს
რა გააცივებს იმაზე ვღელავ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი