ქობულეთს
„ღელე-ღურდანს“ მიწუნებდნენ რა იცოდნენ ნეტა რა? ვისაც ქობულეთის ზეცა თვალით არ დაენახა. მახსენებდნენ ძველ დუქანთან კამათლების ნახელავს, ქარს მიჰქონდა თოლიას ხმა „ზღვა ღელავსო, ზღვა ღელავს“. ვის რა ფიქრი განვუახლე? ან რა სადარდებელი... ქობულეთო მე ვარ შენი მუდამ მაღმერთებელი. წვიმდა... წვიმდა... წვიმდა... წვიმდა... ნაზად, ძლიერ კიარა, რა კარგი ხარ საქართველოვ ვთქვი და გამოიდარა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი