სადღაც დასერეს ზეცა თვალებმა


სადღაც დასერეს ზეცა თვალებმა
მე კი ამ ღამით არ მინდა ძილი.
გავხედე სივრცეს და ვარსკვავებმა
ჩამოაფარეს მთვარეს მანდილი,
ოჰ როგორ მინდა მოგიყვეთ რამე,
რომ გესაუბროთ ფიქრებზე ახლო,
თუმცა ამ წუთას ისე ვეწამე
არამგონია დილამდე გავძლო...
არვიცი რა ვქნა, რით გავუმკლავდე?
ამ წრფელ გრძნობებს რომ ვერავინ ავნოს,
მე მინდა ვინმეს ისე ვუყვარდე
რომ უჩემობა ვერ აიტანოს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი