ნაცნობი ლექსი
გუშინ მე მთხოვეს რომ წამეკითხა ერთი პოეტის ნაცნობი ლექსი, მე კი მიზეზად გადავიწყების და ცოტა წყენის სასმისი შევსვი. ასეა როცა დაბალ სვეტებთან ძველი ნაჯახის ხმაური მიხმობს, რომ პოეზიის ლამაზ ტევრებთან ჯეელი თავის ჯიპზე საუბრობს, რა მელექსება? რად მინდა ტაში? სად ერეკლე და სად ხელოვნება... ეს არის გრძნობა, სიტყვების მარში: ტკივილი, ცრემლი და შთაგონება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი