აკრძალული სიყვარული
ახლა ღამის წყვდიადში ვარ რად არ მეკარება ძილი? ანგრევს მოგონებათ ჩარჩოს ქალის კვნესა და სიცილი. გადმობნეულ გულმკერდს ბზარავს აჩონჩხლილი თმების ჩრდილი, ამ ცეცხლში თუ გადამკარგავს გზნებით სავსე ქალიშვილი, დავეწაფო უტკბობ ბაგეს, გამოუცდელს ცეცხლის ვნებით, რომ შევება დემონურ ვალსს ახალგაზრდულ ნეტარებით, რომ დავცალო ლალის ჭიქა, მაჯებს მისერავდეს ვარდი და გათანგულს გამოგიტყდე თუ რა ძლიერ შემიყვარდი. შენზე ფიქრით გადავსებულს ამ გრძნობებსაც არ აქვთ რიდი, რომ ოხშივარ ადენილ სულს ერთ კოცნაში მომაყიდი, ვიცი, ქარებს ადვილად ვცნობ სიახლოვეს - გულის ძგერით, ჩემს ფიქრებსაც კვლავ გაგანდობ ხან ლექსით და ხან სიმღერით. ოღონდ აეგ ცეცხლის ფარდა მიფარავდეს ფარულ ფანდებს, რას არ გავცემ, რას არ დავსთმობ, თუკი გამიქარწყლებ დარდებს, სთქვი რა აჰქვია ამგვარ გრძნობას? გულს რომ ასე მიძაგძაგებს, ან მაგ ვნებით აშლილ სხეულს ყოველ ღამით თუ მანატრებს, ან ველური თვალთა კრთომა, რომ მისველებს შემშრალ ბაგეს და ყმაწვილურ ჟინთა თრობა ვა თუ ისევ განმიახლდეს... გადვიკარგო ცივ სიზმრებში არ ეღირსოს შვება ჩემს სულს, ოღონდ ვგრძნობდე თუნდ ფიქრებში, შენს დასეტყვილ რძისფერ სხეულს. ოღონდ მწამდეს, სიმარტოვის სამარეში გამომწყვდეულს, რომ შენც ჩემებრს გიძგერს გული და გიფატრავს ფიქრს ამღვრეულს ენის წვერზე მეტალის წვა და ძარღვებში სისხლის ქაფი, გადატეხილ უბის სარქველს თუ შეაჭდობს ცეცხლის ძაფი, რა სიგიჟის ძეგლი მადგას? თითქოს უკანასკნელ წუთებს მივსდევს კვამლში ისე მძაფრად რომ არავის არ შემშურდეს, რომ ამ ქსელის დამსერავი ჩამკვნესოდეს განკითხვის გვერდს, თან სიმორცხვით მიმალავდეს შიშველ ფეხებს და გრილ გულ-მკერდს. ამ უცნობის ძიებაში გადააწყდეს ახალ ვარსკვლავს, რომ შეიცნოს ვერცხლის ტბაში ჩაღრმავებას თან რა ახლავს. მხოლოდ ტრფობის მხურვალ ვნებებს შეუძლია გკითხოს - „ვინ ხარ?“ და იმ წამსვე ცეცხლის სხეულს პასუხისთვის შემოისხამ, ვთქვი ღვთიური სიახლოვე იმან იგრძნო და იხილა, ვინც სულიერ ტკბობის ალერსს ხორციელი მიაშვილა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი