ვისთვის ხარ ახლა?
ქვაფენილს აკრთობს და აელვარებს მგზნებარე ფიქრი, გრძნობების თოვა, შენ მკრთალი ლანდი, ათრთოლებული მე ემოციის ნათელი გროვა, ვისთვის ხარ ახლა? ვის ფიქრებს ართობ? განა ამისთვის მიღირდა ცრემლი? დამტვერილ ქუჩას, მისდევ და მიგაქვს ბედნიერების ძვირფასი წლები... მტკივა... ნუგეშის ლოდინი მახრჩობს, ყოველ წამს გელი, ნეტავ სადახარ? რაც უნდა მოხდეს, სიზმრად თუ ცხადში გახსოვდეს ფიქრით კვლავ შენთანავარ. როგორ გიამბო რა იყო ტანჯვა, თუმც შენი გული გაუძლებს ამდენს? ვბრუნდები ისევ, მახსენებს დაღლა, დაქცეულ სიზმრებს, ჩამტვრეულ მაჯებს. ვისკენ ვიარო? რა გზას დავადგე? ოო ღმერთო ჩემო, როგორ მაკლიხარ... თუმც შენი ტანი ხმაურს მიანდე მაინც სინაზის მკრთალი ლანდიხარ. თუმც გაფენილი ვარდების სუსხი, შენს დაღლილ თითებს მძივებად ესხა, ხალხი იცინის, ხარხარებს, ხარობს მე კი ცხოვრება კოშმარად მექცა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი