სიკვდილი ანუ გარდაცვალება


აღარ მინდა სიცოცხლე და მომბეზრდა წვალება,
ვიცი შვებას მომიტანს მალე გარდაცვალება...
მარტო ფიქრში ვიწვოდე, ნეტა რამენაღვლება,
დღეს მე ვინც შევიცოდე ხვალ ნუ ამიხმალდება.
თვალებს ვხუჭავ და თითქოს ყველაფერი მთავრდება,
მაგრამ სულს მიზანზარებს ცისკრის ამონათება.
კვლავ დარდებში ვეფლობი, ვფიქრობ რა მემართება?
სად გაქრა შემართება? ან იმ ცეცხლის ნათება?
გულს რომ მითამშებდა, სულს რომ მიცქრიალებდა,
თურმე ღმერთო სიკვდილი, როგორ მითვალთვალებდა,
ყოველ ფეხის ნაბიჯზე ახლოს მიტრიალებდა
და ზურგს უკან ნაჯახით მჩეხდა და მაწვალებდა.
ახლა კი ვგრძნობ რომ ბედი, როგორ მასხარავებდა,
როცა ბედნიერებას წამით არ მაკარებდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი