ლავიწებს გისერავს მზის მწველი სხივები


ლავიწებს გისერავს მზის მწველი სხივები,
თან მუდამ დაგყვევა სინათლის ფერება,
შენს თმაში ჩაწნული ცისფერი მძივები
ჩემს დაღლილ საყელოს კვლავ ეალუბლება.
დაშლილი თმების და თითების მორევში,
დაცლილი გრძნობები თავიდან მევსება,
გიხილე ამ თოვლის სპეტაკ სისოვლეში
და სული სასწაულ ფერებს ეფერება.
ლავიწებს გისერავს მზის მწველი სხივები,
ანგელოზებიც რომ გარს შემოგხვევია,
სიყვარულს ვერ გიხსნი, არ მყოფნის სიტყვები
ვმღერი და სიმღერაც ოხ რარიგ ძნელია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი