რა ძლიერ მიყვარდი


რა ძლიერ მიყვარდი,
ოხ როგორ ძალიან...
და შენ კი ძვირფასო
ვერაფერს ვერ გრძნობდი,
ჩემს ცრემლებს მოჰკითხე
თუ როგორ მტკიოდა,
როდესაც ყველაფერს 
„უბრალოდ“ მითმობდი.
ოოხ როგორ ძალიან,
ახლა კი მარტო ვარ,
რადგანაც ვეღარ ვგრძნობ
ამ გულში სიყვარულს,
ფერადი სამყარო
რა უცებ გაცივდა
და ჩემი სიმღერაც 
არავის აღარ სურს.
მე კვლავაც მახსოვხარ,
იმ ნაზი ოცნების,
შენეულ თვალებით
ანგელოზს რომ ჰგავდი,
ოხ როგორ ძალიან
და ისე ძლიერად
რომ სუნთქვა მიჭირდა
როდესაც გხედავდი.
და შენ კი „უბრალოდ“
ჩემს გვერდით იყავი,
არც ისე ახლოს და 
არც ისე შორიდან
მითმობდი სიყვარულს
ყველაფერს მითმობდი
და ამის სათქმელად
დუმილიც გყოფნიდა.
არვიცი რა იყო,
საიდან მოსული,
ციდან თუ მიწიდან
ვერაფერს ვხვდებოდი,
რადგანაც ჩემს გრძნობებს
გულწრფელად გიხსნიდი
იქნებ მეც ამიტომ
„უბრალოდ“ ვერ გთმობდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი