სისხლიანი დროშები
სისხლიანი დროშები, მარაბდას გაჰკივიან, ცხრა მთას შემოივლიან მწარე ცეცხლის ენები, რაღა ჩემი სახლი ან დაგლეჯილი ვენახი? ლანდი დარჩა და კიბეს ჰფარავს ლელიანები… როგორ გარბის წუთები, იმ სიშორეს რა ვუთხრა? აღარც ველი ნიავის ნარნარით მოქარგული ახლა ქარვის კალთები ჩამხმარ სიტყვებს ელიან, რომ მით გამოაშუქონ ძველისძველი ქვაბული. აბა მითხარ საითკენ, რომელ მხარეს მელიან? განა გუშინ არ იყო სისხლისფერი ტბორები? რაღა ჩემი სახლი და სახლისფერი კელია, მომაგონებს კვამლის ხმას სველი კატაკომბები. მივდიოდი მთისაკენ, კანკალით დაზაფრული, რადგან მიწა მტკიოდა, მომკიოდნენ გვამები, ათასსაუკუნოვან ლექსში გადანახული სამშობლოსთვის დაცლილი გმირთა სასაფლავები…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი