აკვილინა
ოხ როგორ თავს გავიდნენ, რომ მწყინს რა არ იციან? რას აღარ მიწოდებენ, რას აღარ მეძახიან... ეს დავა საით მიდის? ოდესმე გათავდება? ნდობა ხომ ნაფერფლივით ქრება და იფანტება... არავინ აღარ მინდა, არავის აღარ ველი, ნეტავი ერთხელ მაინც მეც ვინმემ დამელოდოს, იმედი კვდება ბოლოს... იმედი კვდება ბოლოს... ვეცემი და კვლავ ვდგები, ხან ტაძარს მივადგები, და ხატებს ვემალები, ვკვდები და ვიფერფლები, უაზროდ ვტრიალდები და ჩემს წინ ამინდები იცვლიან ნაირ-ნაირ, ყვავილებს ალუბლიანს - ამბობენ ტკივილივით უდროოდ გახსენდები“ ეს დავაც გათავდება, ზღვა ისევ ადიდდება, სირცხვილის ნიაღვრები, ოხ როგორ ვღიავდები, ნელ-ნელა ვიკარგები, ქარია, ქრის და ისევ ვიღაცას ვებრალები, არ მესმის გაღიმებას კვლავ რატომ ვემალები, იქნებ და ეგ თვალები? ან ცხელი დალალები? ზოგჯერ რომ მენახები და მერე იკარგები... ნეტავ თუ გაგონდები? როცა მე სულ მახსოვხარ, ძვირფასო აღარ მინდა! ეგ მდარე ტყუილები... გგონია რომ გარბიხარ რა? უფრო მომინდები? ერთხელაც დაიღლები და სადღაც გაჩერდები, მე მაინც ეს ვიქნები, ვერაფრით ჩემო კარგო ვერასდროს შევიცვლები. მიამბე ჩემო მუზავ, მთვარემ რად აგატირა? რა იცი სიმარტოვის ძვირფასო აკვილინა, - ვინმემ რომ მიგატოვოს? რა გულით გაიცინა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი