ალესია


ძვირფასო ალესია
გელოდო რა წესია?
ეგ თმები ქარვისფერი,
თვალები თაფლისფერი,
ლოყები ალისფერი,
რა ულამაზესია...
ძვირფასო ალესია,
თუ ღამე მთვარესია,
ამ სტროფებს რომ ჩასცქერი
მაგ ღამის ნალესია,
ოოო ღმერთო ალესია,
რა უნატიფესია,
რა უსპეტაკესია,
და ულამაზესია,
მითხარით ამის შემდეგ
ველოდო რა წესია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი