ჩემი სოფელი


მზით დასიცხული ნისლი
მოაქვს მდინარის ჩხრიალს,
ამგვარ სიხარულს იცით?
ჩემი სოფელი ჰქვია...
კობალაურის მთები,
ხიდები სასახელო,
სიცოცხლეს შეგაყვარებს
ამწვანებული მდელო,
ოო რა სათუთი გრძობა
ახლავს ხეტიალს მთაში,
თითქოს ოდესმე სადღაც
გინახავს ბავშვობაში,
თითქოს არ იცი როგორ
რა ძალა გაახლოებს,
აქ სიყვარულსაც მგონი
ბუნება ასაზრდოებს, 
არ მავიწყდება დღემდე
მეზობლის შეგონება,
სახლი იქ არის სადაც
ბებია გელოდება,
მჭადი რომ გამოცხვება,
ბუხარი დაინთება,
ბოცა რომ დაიცლება,
და ხალხი ამღერდება,
სახლი იქ არის სადაც
შენი ფიქრები ბუდობს
და გული კვლავ ბავშვურად
ისევ რომ ბაგაბუგობს,
ლამის ცრემლები წამსკდეს
როდესაც მახსენდება,
სტუმრის მოსვლისას ფეხზე
ბავშვიც რომ წამოდგება,
კინტრიში კვლავ ხმაურობს
მიჰქრის და ღელე მიაქვს
ამგვარ სიხარულს ღმერთო
ჩემი სოფელი ჰქვია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი