მორჩა, ნუღარ გამიხსენებთ!


ჩემს წინ შავი სილუეტი, როგორც ღამის ცივი ჩრდილი,
კვლავ გამოჩნდა და სულს მიხშობს, უდროო დროს მე სიკვდილი!
არა ვამბობ, ჯერ არ მინდა, ჯერ ხომ ჩემი არ დგას რიგი,
ის დამცინის და მაბრალებს რომ ავრიე მე წესრიგი,
რა სიავდრის მწარე წუმპე, შემოაწვა დაღლილ სხეულს,
რომ სიკვდილმაც ვერ შეატყო აღელვება ამ უცნობ სულს,
რა სიმწარით მომაცქერდა მოვარვარე შანთის წვერი,
ახ ცხოვრებავ სინანულზე ძველებურად ვეღარ ვმღერი,
ახლა როცა სიცოცხლე მსურს, ეხ უდროო დროს გათავდა...
განა იგი საოცნებო სიხარულს არ მისახავდა?
განა ამ გზებს იაგუნდი არ ეფინათ ჩემს სიზმრებში?
ახლა მტვერმა შთანთქა იგი და გახვია შავ-თეთ ფერში...
ვდგავარ როგორც ჩამქრალი მთა, როგორც სიტყვა „სიძულვილი“
ვეღარავის უმკურნალებს ჩემი ბავშვური სიცილი,
ვეღარ გაჰყრის სიტყვებს ქარი, ვერც ძვლებურს ვერ ვიმღერებთ,
აწე სხვებმა სთელონ ქვიშა, მორჩა ნუღარ გამიხსენებთ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი