და ჩვენ ვინც დავრჩით...


და ჩვენ ვინც დავრჩით,
ომის წიაღში...
ქარტეხილების აზარფეშებით,
ვიბრძვით საზარელ დროის ტირაჟში,
გადასერილი ხელის მტევნებით,
დატეხილი გვაქვს ყველა წერტილი
და სულის გვიდგას მწარე გოდება,
ამდენ ღრიალში, ბრბოთა გრგვინვაში,
ვიბრძვით და თავი არ გვეცოდება.

რაგვარ სინანულს განიცდის ზეცა,
როცა ცარიელ ცას შევცქეროდი,
ციცაბ კლდეებზე ცვარს ეცვა ცივი,
გადახლეჩილი, დამსკდარი ლოდი.
ლოდთან კი იწვა ბებერი ხმალი
მას შენატროდა რაინდი ერთი,
ქრებოდა სუნთქვა, ხვნეშა თუ დარდი,
როგორც გადაღლილ საზღვრებში წვეთი.

წამიერ სულის მოთქმიდან გიმზერ,
რად შეუერთდი დაწყევლილ აჩრდილს,
გამარჯვებული ერთს მაინც გიმღერ
და მერე სულში ჩავიცემ მახვილს.
და მერე თუნდაც დანაცრულ გვერდით
თვალს მიამებდეს შენი სურნელი,
რაღაა სევდა, მთებს შესძრავს სველი
ობლის თავშალი თუ საბურველი,
დაფიფქავს დროის ჯალათებს ცხელი
ნაფერფლი შავი ღრუბლების კალთა,
მიმობნეული ვერცხლის ფანტელი
ავ სინანულმა ვეღარ გაფანტა.

დაროზგავს თვალებს ნაპერწკლი მიწა
აწივლებული ხმლების წრიალში,
და ჩვენ ვინც დავრჩით, ველურად ვიბრძვით,
გადაკარგულნი ომის წიაღში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი