თვალები სველი
თვალები სველი, შიშვლდება ჩემს წინ და მოგონებებს ხალიჩად მიგებს, არვიცი რატომ, მაგრამ მგონია, რომ მე ამქვეყნად ვერავინ მიგებს. გული კი თავის საფიქრალს ტოვებს და სტრიქონებში თავისით ჩნდება, მოგონებების ვრცელ შემოდგომებს, ხმელი ფოთლები ყვითლად აჩნდება. და ნიაღვრების ნაზი ჩურჩული მომენატრება ასე მგონია, თეთრ ტანსაცმელზე მიმოქარგული ყველა ცრემლისღვრა ჩემი მგონია. დღეს შემოდგომას დარდით შევმოსავ, ვზივარ სახლში და როგორღაც ვმღერი, მე ვეღარაფერს ვგრძნობ და არვიცი სადამდის გასტანს ეს ყველაფერი. თვალები სველი, თვალები სველი, ჩემს ხელისგულებს აღარ ეცლება, მოდის ზამთარი, ვწუხვარ და ვიცი ჩემთვის არავის აღარ ეცლება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი