თვალები მქონდა


თვალები მქონდა, ვხედავდი სიზმრებს
და მოგონებებს ვარჩევდი ხარბად,
დღეს საუბარში მოყოლილ სიტყვებს
ყურს ვუგდებ, მაგრამ ვერ ვიგებ კარგად,
რაღაც სხვა სტილის სიმღერა მესმის,
იქნებ არ ვიცი, ვცდებოდე ოღონდ,
ნუ დამაბრალებთ, ნუ დამამცირებთ,
ჩემი თხოვნა ხომ ესაა მხოლოდ...
თვალები მქონდა, ვხედავდი ვარდებს
და თაიგულებს თეთრი გვერდებით,
მწამს მომავალი ვერ იზეიმებს,
აწმყოს შედეგით, და “შედევრებით”,
მაშ რაღას უცდით, აი დინება,
მიდით არიეთ, დაე შეგერგოთ,
არავინ თქვენ არ შეგეცილებათ,
როგორც გენებოთ... როგორც გენებოთ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი