ქარი დაარწევს ქვეყნად ყვავილებს
ქარი დაარწევს ქვეყნად ყვავილებს ვარდებს, გვირილებს, მიმოზებს, იებს, ყმაწვილურ ჟინთა ღვთაებრივ გულებს თუ სიყვარული აგვიყვავილებს. წითლად ნაღები ვარდების ფერი, როგორ მაშინებს, როგორ მაღელვებს, რომ წელიწადში რამდენჯერც ველი იმდენჯერ ნეტავ თუ იყვავილებს? იმ გიორგინებს, იმათ გვირგვინებს, თეთრ მარგალიტთა ქვებით დაწნულებს და ლურჯ კესანეს, ოხ იმ ღვთაებრივ საფირონების ფრთებით ასხმულებს. ოოჰ რამდენი ხნის, ნეტავ ვინ იცის? რამდენი ცრემლით გადანამულებს, ყოველ გაზაფხულს პირველ სხივივით მინდვრებს იები მოინახულებს. და მე მახსოვდა, და მე მიყვარდა, მწვანე კაკტუსის ბასრი ეკლები, გადატეხილი ორქიდეები და დამსხვრეული ქრიზანთემები, როგორ მიმძიმდა მათი სიშორე, გვირილებს როგორ ვეფერებოდი, იმათ მრჩევლობით გატეხილ გულებს ამქვეყნად ვერსად ვერ შეხვდებოდი. ან გლიცინიებს როგორ ვნატრობდი, ლურჯი მტევნების ფაფუკ ყვავილებს, სუროს კალთებში ამოქარგულებს და აივნებზე გადაძენძილებს. ოხ ამდენ ფერებს, ამდენ ყვავილებს, ვარდებს, გვირილებს, მიმოზებს, იებს, თუ სიყვარული აგვიყვავილებს, თუ სიყვარული აგვიყვავილებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი