თოლიებს
მინდა თოვლის თეთრ ფანტელში თოლიებს თვალს ვადევნებდე, მიმოჰქონდეს ქარს ფიფქები და ძველ ფირზედ ვაგროვებდე, იმ წუთების კორიანტელს ცაში შავ-თეთრ სილუეტად, რომ ტრიალებს, რომ იხვევა და ეშვება ზღვაში თეთრად… მინდა თვალებს მისველებდეს თბილი თოვლის თეთრი თათი, გადაჰქონდეს ავდრის სუსხი ტალღებს როგორც ათინათი, ფერმკრთალ ღრუბლებს ეხვეოდეს ოქროსსიმა მზის სხივები, თოლიებს თვალს ვადევნებდე და წლებს მიჰყვებოდეს წლები....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი