შენ ზღვა გიყვარს, მე კი ცეცხლი


ვიცი, ჩვენი შერიგება, 
რომ გულწრფელი ვერ იქნება
შენ ზღვა გიყვარს, მე კი ცეცხლი
ეს კი მუდამ გვავიწყდება,
თუმცა ფიქრი საერთო გვაქვს
და თვალები ჟინით სავსე,
მგონი სწორედ ამის გამო
ჩვენ სიყვარულს მივამსგავსეთ,
ის რაც წამის ნამსხვრევშია
ვერ იქცევა მარადისად,
მე სამყაროს ცეცხლში დავწვავ
შენ იდინებ წყნარად, მშვიდად,
ვიცი ერთმანეთი ისევ
იმგვარ ჟინით მოგვინდება,
მაგრამ ჩვენი ერთად ყოფნა
ვფიცავ ქვეყნად არ იქნება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი