„სამყაროს თავზე ჩემი საზარელი ყვირილი ისმის“
„სამყაროს თავზე ჩემი საზარელი ყვირილი ისმის“ ჯერ ისევ ვიბრძვი, დაე აღსრულდეს, მძიმე ალები თოვლივით მწარე ვერ გაგეცალე, ვერ შეგიყვარე აი გადავრჩი თითქმის. ჩვენ ერთმანეთის არ გვესმის სიტყვა მაგრამ დუმილი სამყაროს იტევს, და ჯოჯოხეთურ ტკივილებს იტანს ხელები, როცა ჭრილობებს გიხვევ. თვალები მქონდა, ვხედავდი ვარდებს შენი თითებით მორთულ მაისებს შემოვევლები... ელვარე გზები, ნათიბი ზღვები, მდინარეების მთები აღელდებიან მას შემდეგ როცა მე ამ სამყაროს გადავეცლები. დაშრება ქვიშა, გახმება წყალი, ჩაიხერგება ლურჯი ყანები, ყური დაუგდე: - სამყაროს თავზე, ჩემი მძვინვარე ქუხილი ისმის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი