ჩემი ცხოვრება


ირგვლივ მდუმარე სასაფლაოს გრძელი მთებია
და მის მახლობლად აღარ ჰყვავის ნაზი ბულბული,
ჩემი ცხოვრება შეცდომების უფსკრულებია,
მშხეფარე ცეცხლის ვულკანებით გადავსებული.
დაღლილ კალთების ჰეგემონთა ბასრი ძვლებია,
მდინარის ირგვლივ შემაზარლად მიმოფანტული,
დემონურ ნისლში გახვეული ცეცხლის თვლებია,
ნაკვერჩხლის ალით სიგიჯემდე გადარეული,
ჩამქრალ სვეტიდან გადმოღვრილი კრატერებია,
საუკუნეებს ვერცხლის მტვერით გადახეული,
დამშრალი ზღვების შორეული აკლდამებია,
მინდვრების მიღმა გატანილი და დამსხვრეული,
ჩემი ცხოვრება შეცდომების უფსკრულებია,
მშხეფარე ცეცხლის ვულკანებით გადავსებული!
ყელზე მარყუჟად გამობმული სატევრებია,
ხელში სალდათურ წყოფილებით ჩალაგებული,
სარდაფს ნაგები ბეტონების რვეულებია,
სახლში ბუხრებთან სასირცხვილოდ აალებული,
თავის გაბაწვრის დიდებული საათებია,
სიკვდილის ლანდში უკვდავობით ჩასახლებული,
ვნებით აღვსილი ნესტიანი ქარაფებია,
ყმაწვილურ ჟინით საუკუნოდ გაქვავებული,
სისხლის წვეთებით დალექილი ანჯამებია,
ხელგახვრეტილი წერილებით ატყავებული,
ქაცვის ქუსლებით დაზმანული ნახატებია,
ათას მოკვდავთა უბე-უბე გადარწეული,
ჩემი ცხოვრება წარმოსახვის ვრცელი გზებია,
დაფნის გვირგვნით შემკული და შეზავებული...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი